მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წელს
განსახორციელებელი 16 ინფრასტრუქტურული პროექტის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად ტენდერი
გამოაცხადა.
მერიის მიერ, 26 დეკემბერს გამოცხადებული, ტენდერის მიხედვით,
თვითმმართველობა ქალაქ მარნეულში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობისა
და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას
შეისყიდის.
გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს და სავარაუდო ღირებულებას,
რისთვისაც მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას
შეიძენს:
ქ. მარნეულში იაღლუჯის ქუჩაზე ეკო ემიგრანტების დასახლებაში სპორტული
მოედნის და სკვერის
მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 200 000
ლარი
ქ. მარნეულში იაღლუჯის დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს
კეთილმოწყობა - სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარი
ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩაზე N51-ში არსებული სკვერის რეაბილიტაცია
- სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარი
ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ეზოს სავარჯიშოების მოწყობა და
არსებული საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 200
000 ლარი
ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩაზე N84-ში რეკრეაციული სივრცის მოწყობა -
სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარი
აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ეზოში
სკვერის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარი
სოფელ წითელ სოფელში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა -
სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ დაშტაფაში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო
ღირებულება 150 000 ლარი
ქ. მარნეული 20 იანვარის ქუჩაზე კომბინირებული სპორტული მოედნის
მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ მარადისში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო
ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ ყულარში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო
ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ თამარისში, საიმერლოში, წერეთელში და დამია გეურარხში არსებული
სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 240 000
ლარი
ქ. მარნეულში ქუჩის კალთბურთის მოედნის და ეზოს სავარჯიშოების მოწყობა
(კიდევაც დაიზრდებიან-ის მიმდებარედ) - სავარაუდო ღირებულება 60 000
ლარი
მარნეულის მერიამ სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობისა და სკვერების
მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 54 900 ლარის
ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
რადიო „მარნეული“