მარნეულში ავარიის შედეგად N1 მარშუტკის მძღოლი გარდაიცვალა
დღეს, 6 მარტს, მარნეულში ავარიის შედეგად N1 მარშუტკის მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევა ცენტრალურ მოედანზე, პოლიციის მიმდებარედ მოხდა.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო მარნეული დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

Print