ნოვრუზ ბაირამის ღონისძიებასთან დაკავშირებით მარნულში მერიის
მიმდებარედ ქუჩა გადაიკეტება.
ინფორმაცის ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ
მერიის შენობის მიმდებარედ რუსთაველის ქუჩას დღეს, 20 მარტს, 19:00
საათიდან გადაკეტავენ. სამანქანო მოძრაობა 21 მარტს 23:00 სააღზე
აღდგება.
ნოვრუზ ბაირამისათვის მიძღვნილი ღონისძიება მარნეულში 21 მარტს 12:00
საათზე დაიწყება.
დღის წესრიგი:
- 12:00 სთ - თეატრალიზებული წარმოდგენები: მსვლელობა რუსთაველის
ქუჩაზე, გოგონა გაზაფხულის შემობრძანება ეტლით, „წყლის სამშაბათი“,
„ქარის სამშაბათი“, „მიწის სამშაბათი“, „ცეცხლის სამშაბათი“;
- 12:40 სთ - ტრადიციულად აინთება ცეცხლი, ნოვრუზ ბაირამის ერთ-ერთი
სიმბოლო;
- 13:00 სთ - თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის
მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენა: განასახიერებენ ნოვრუზის
სიმბოლოდ აღიარებულ გმირებს გოგონა გაზაფხულს (ბაჰარ გიზი), ქოსას,
ქეჩალის და დედეგორგუთს.
- ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო პავილიონები, საბავშვო
გასართობი სივრცეები, ატრაქციონები, ანიმატორების შოუ, წარმოდგენილი
იქნება: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების,
საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული
კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება.
- სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული
აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდსა და მშვილდოსნობაში.
- საკონცერტო პროგრამა
- 13:00 სთ - თინა ნარგილე და ადგილობრივი შემსრულებლები
- 13:45 სთ - დუეტი ლეონი
- 14:15 სთ - მოწვეული მომღერალი ვეფა შერიფოვა.