17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს მარნეულიდანაც შეუერთდებიან.
ვრცელდება ინფორმაცია სკოლის პედაგოგების მობილიზებაზე.
რადიო „მარნეულს“ რამდენიმე პედაგოგმა სხვადასვა სოფლიდან დაუდასტურა
ინფორმაცია, რომ მათ მსვლელობაში მონაწილეობა სთხოვეს.
„მეც მითხრეს დღეს სკოლაში, რომ მარნეულში მივდივართო
(მსვლელობაზე)“ - ამბოსბ პედაგოგი
“ჩვენს სკოლაში ჯერ არ დაურეკავთ, მაგრამ ჩვენს
ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხი სოფლის სკოლას უთხრეს“
- თქვა მასწავლებელმა
„ცოტა ხნის წინ ჩემს მასწავლებელს შევხვდი და მითხრა, რომ
ისევ გვავალდებულებენ თბილისში წასვლასო“ - ამბობს ერთ-ერთი
ადგილობრივი.
აქციაზე წასვლა რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა ერთ-ერთი სოფლის
მძღოლმაც.
თბილისში დაანონსებულ მსვლელობას შეუერთდება მარნეულისა და ჰუჯაბის
ეპარქია. როგორც მათ მიერ მრევლისადმი გავრცელებულ მიმართვაშია
ნათქვამი, მსვლელობა ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე
გაიმართება.
„17 მაისს,ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან
დაკავშირებით,მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი)
ლოცვა-კურთხევით,სამღვდელოება მრევლთან ერთად,დედაქალაქ თბილისში, 12
საათზე შეუერთდება ლოცვით მსვლელობას ქაშუეთიდან სამების ტაძრამდე.
გასვლა - წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან
10:30 საათზე.“
მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად მსგავსი განცხადება გაავრცელეს
მარნეულის სოფლებში ეკლესიის წინამძღვრება.
17 მაისი საქართველოს მთავრობამ უქმე დღედ გამოაცხადა.