მარნეულში ექსტერნის გამოცდაზე 42 აპლიკანტი დარეგისტრირდა
მარნეულში ექსტერნის გამოცდაზე 42 აპლიკანტი დარეგისტრირდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები 21 დან 2 ივლისის ჩათვლით განსაზღვრა.

როგორც რადიო „მარნეულს“ ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ირმა დავაძემ განუცხადა. გამოცდას ქართულენოვან სკოლებში დარეგისტრირებული აპლიკანტები ცენტრალიზებული მეთოდით, კომპიუტერების მეშვეობით ჩააბარებენ. დანარჩენ შემთხვევაში კი გამოცდებს თავად საგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. რესურსცენტრის წარმომადგენლის განმარტებით, გამოცდისათვის როგორც დაწყებითი საფეხურის დასაძლევად ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურისთვის დარეგისტრირდნენ. არიან აპლიკანტები რომლებმაც თავის დროზე სწავლა მიატოვეს და ატესტატის აღებას ახლა ცდილობენ.

„გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა“ -
ამბობს ირმა დავაძე.

ექსტერნად რეგისტრაცია მარნეულის რესურსცენტრში 12 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები