"მიწა დასკდა, მოსავალი დაიწვა" - წითელსოფლელებმა გაჭედილი არხის გამო პროდუქტები ვერ მორწყეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ დაახლოებით სამი თვეა სარწყავი წყალი არ აქვთ. სოფლის მეურნეობისგან მიღებული შემოსავალი აქ ბევრი ადგილობრივის ერთადერთი რჩენის გზაა.



ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, ლობიო და ბულგარული უწყლოობის გამო გახმა, ზოგმა გამოსავლის მოსაძებნად ჩითილები გაყიდა. ნერგის გაყიდვა მოუწია ვანიკ ხაჩატურიანს - 1 ძირი 10 თეთრად. ეს იმ ფონზე, როდესაც დასრულებულ ბროკოლის ერთ
თავში მინიმუმ 2-3 ლარი უნდა აეღო. ბევრს ღია გრუნტზე გადატანილი მოსავლის გადათხრა მოუწია.

უწყლოობის გამო გადათხრილი ყვავილოვანი კომბოსტო

წითელსოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ სარწყავი არხი გასაწმენდია, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად დაპირებებს უშედეგოდ იღებენ.


“თითქმის ყველაფერი მოგვყავს. ლობიო, კომბოსტო, პომიდორი. ჩვენი მთავარი პრობლემა არხის გაწმენდაა. 200-300 მეტრია გასაწმენდი. რამდენჯერ მივმართეთ მერის წარმომადგენელს. დღეს ხვალ, დღეს ხვალ და აქამდე არაა გასუფთავებული. ყველაფერი დამწვარია. აი, აქ, სოფელში, ბევრს გაუფუჭდა მოსავალი. ჰექტრობით ჰქონდათ ბროკოლი და ყვავილოვანი და გადათხარეს წყლის არ ქონის გამო.” - თქვა ვანიკ ხაჩატურიანმა

„სამი წელია ამ არხს არავინ აქცევს ყურადღებას, არავინ მუშაობს, სოფელს პატრონი არ ჰყავს რომ უთხრა, მოდი და ამ არხს მიხედე, რომ ხალხს წყალი ჰქონდეს. არხში წყალი არ გვაქვს, პამიდორი, ბულგარული, ლობიო დაიწვა, არაფერი გვაქვს. სამი თვეა სოფელში წყალი არა, საქონელსაც კი ვერ ვასმევთ წყალს, სად არის წყალი? დღეს მოვა წყალი, ხვალ მოვა, ასე გვეუბნებიან. ეს დღეც არ დადგა. მერე გვითხრეს ბოლოს რომ ექსკავატორი არ არის. წყალი არხში ღამე თუ მოდის, ჩვენს სოფლამდე ვერ აღწევს გადაჭედილია და გასაწმენდია. ეს არხი ჩვენი ფულით გაკეთებულია, 90- იან წლებში. შევაგროვეთ ფული , მანამდე აქ წყალი სოფელ დაშტაფიდან მოდიოდა და რთული იყო. გავიყვანეთ არხი რომ გაგვმარტივებოდა მორწყვა და ეს არის სიმარტივე?“ - თქვა გევორქიან სერგეიმ.



„რამდენი წელია მიწა ვამუშავე, დავთესე, მოვუარე, ახლა დავთესე და ყველაფერი დაიწყვა. რატო უნდა გაფუჭდეს, წყლის გამო? სიტყვას გაძლევთ, მოხუცებს შევაგროვებ და ქალაქში წავალთ „
- ამბობს ვლადიმერ სარქისიანი.

წითესოფელს საქართველოს მელიორაცია ემსახურება. რადიო მარნეული საკითხის გასარკვევად ქვემო ქართლის რეგიონის ხრამი-დებედას ხელმძღვანელს, თორნიკე გოგლიძეს გოგლიძეს დაუკავშირდა. როგორც მან, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, წითელსოფელში წყლის შეზღუდვა სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია. მოსახლეობას ჰპირდება, რომ მელიორაცია არხს კვირის ბოლომდე გაწმენდს და წყლის მიწოდებას აღადგენს.

„სამი თვე არ არის, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ეგ არხი ერთხელ გავწმინდეთ, მაგრამ იცით, რომ მარნეულში იმდენი სტიქიები მოხდა გაზაფხულზე, გადაივსო ისევ . მაისის მერე მითუმეტეს, გასაწმენდია და იცით რა მდგომარეობა იყო. ამ უახლოეს დღეებში წითელისოფლის ტერიტორიაზე ჩავატარებთ გაწმენდით სამუშაოებს და გაივლის წყალი. რაც საჭირო იქნება ჩვენი კომპანია ყველაფერს გააკეთებს. ამ კვირის ბოლომდე გავწმენდთ. სამი თვე რომ მარნეულში წყალი არ იყოს წარმოუდგენელია, კი, არის რაღაც პერიოდი ობიექტური მიზეზების გამო მაგრამ ამას გავწმენდთ კვირის ბოლომდე. „

მარნეულში მომხდარმა სტიქიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13 სარწყავი არხის სათავე ნაგებობა წაიღო. ზოგ ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები