ქალაქ მარნეულის შემოსასვლელებში ახალი აბრები მონტაჟდება
ქალაქ მარნეულის ორ შემოსასვლელში ახალი აბრები მონტაჟდება.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ ქალაქის
შესასვლელში ბანერებს საქართველოს მთავრობა ამონტაჟებს.
მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების
სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა აბდელანმა განაცხადა, რომ საქართველოს
მთავრობა ქალაქებში შესასვლელებში აბრებს მთელი საქართველოს მასშტაბით
აწყობს.
ქალაქ მარნეულის შესასვლელებში აბრები ორ ადგილას მონტაჟდება -
თბილისიდან მარნეულში შემოსასვლელ გზაზე, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც
დაიზრდებიან“ ახლობლად და სადახლოდან ქალაქ მარნეულში შემომავალ
გზაზე, სასტუმრო „კავკაზის“ მახლობლად. მერიის ინფრასტრუქტურის და
ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით,
აბრის განთავსება იგეგმებოდა ბოლნისიდან ქალაქ მარნეულში შემომავალ
გზაზეც, მაგრამ გზის სივიწროვის გამო სამუშაოები ჯერ არ
ხორციელდება.
არსებული ინფორმაციით აბრაზე იქნება წარწერა „ქალაქი მარნეული“ და
განთავსდება მარნეულის გერბი.
რადიო „მარნეული“