მარნეულში, სოფელ ქვემო სარალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მიხდა
. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, საწვავით დატვირთული ავტომობილი სატვირთო
ავტომობილს შეეჯახა. რადიო “მარნეული” დეტალებს შინაგან საქმეთა
სამიმისტროში არკვევს.
როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან
საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლია
მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების
ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.