მარნეულში ბავშვისათვის კისტის თოფით თავის არეში დაჭრის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთრლობის
დაზიანების მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ
წლამდე.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში, 1 აგვისტოს, არასრულწლოვანი
ბავშვი შეიყვანეს, რომელიც
კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის
არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ პედიატრიის განყოფილების უფროსმა და
გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ
ბავშვის მშობლები და ნათესავები აცხადებდნენ, რომ არასრულწლოვანი ბიჭი
თამაშისას დაეცა და თავის დაზიანება მიიღო, კვლევების შემდეგ კი
დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს თავში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ პაციენტი თბილისში, ინგოროყვას
კლინიკაში, გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ არასრულწლოვანს ტვინში
ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის
განმარტებით, ტყვიის შედეგად არასრულწლოვანის ტვინი მნიშვნელოვნად
დაზიანდა და პაციენტის მდგომარეობის შესახებ პროგნოზების გაკეთება
რთულია.