ახმედ იმამკულიევის "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" გადასვლის შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის მარნეულის შტაბის ხელმძღვანელი აზად
ქერიმოვი ეხმაურება.
აცხადებს, რომ იმამკულიევი მისთვის საინტერესო პირი არ არის.
მიუხედავად ამისა, ქერიმოვი აცხადებს, რომ მათი პარტია დემოკრატიულია
და ნებისმიერ პირს შეუძლია მათ შეუერთდეს.
"ახმედ იმამკულიევს პარტიაში შეხვედრები ჰქონდა. მაგრამ
მის პარტიულ სიაში ყოფნასა და წევრობასთან დაკავშირებით ნათქვამი
ყველაფერი ტყუილია. ამჟამად ახმედ იმამკულიევის პარტიაში შესვლისადმი
დამოკიდებულება ასეთია, რომ პარტია ყველა მოქალაქისთვის ღიაა.
ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პარტიაში მოსვლა. ჩვენი კარი ყველასთვის
ღიაა. მაგრამ მართალი გითხრათ ახმედ იმამკულიევი ჩემთვის საინტერესო
ადამიანი არ არის. მე მისით არ ვარ დაინტერესებული. ჩვენს პარტიას
თავისი გეგმები აქვს. ამ დღეებში ახმედ იმამკულიევისთვის დასაკარგი
დრო არ გვაქვს რომ ეგ განვიხილოთ. ამჟამად განსახილველი
არაფერია", - ამბიბს აზად ქერიმოვი
მისი თქმით, იმამკულიევს პარტიის სიაში წინა ადგილები უნდა. აცხადებს,
რომ იმამკულიევი რამდენიმე პარტიაში მივიდა და შეხვედრა გამართა -
მათგან პარტიულ სიაში მოწინავე ადგილები ითხოვა.
"ახმედ იმამკულიევთან დაკავშირებით ჩვენ ზარები მივიღეთ.
ახლა დადი საუბარი რომ, იმამკულიევი ენმ-დან კანდიდატი იქნება. არა,
ამჟამად ეს ცრუ ინფორმაციაა. მეც არ მჯერა რომ ახმედ იმამკულიევი
რომელმაც ენმ- ს ყველა ლიდერს, ასევე მიხეილ სააკაშვილსაც მატყუარა
უწოდა, რამდენიმეჯერ თავის გამოავლებში 5 ნიმერი მატყუარად დაასახელა
ახლა ადგილს მოითხოვს ამ პარტიაში", - აცხადებს ენმ-ს
მარნეულის შტაპის უფროსი აზად ქერიმოვი
ქერიმოვმა განაცხადა რომ პარტიას ჰყავს ადგილობრივი მხარდამჭერები და
ხელმძღვანელები და მათი აზრიც მნიშვნელოვანია.
"ამჟამად ენმ-ში შიდა დემოკრტიაა. პარტიიდან ვინმეს არ შეუძლია
მოვიდეს და ვინმე დანიშნოს. იმიტომ რომ აქ პარტიის მხარდამჭერები
არიან. პარტიას ადგილობრივი ხელმძღვანელი ჰყავს. მაგალითად ჩვენ
ბოლნისი, დმანისი, გარდაბანში გვყავს მხარდამჭერები. მათი აზრიც
იქნება ჩვენთვის საინტერესო. ამას მომავალში დავინახავთ. არჩევნებამდე
3 თვეა დარჩენილი. სიის გამზადებაც სექტემბერში დასრულდება. ჩვენ უკვე
პარლამენტში დეპუტატობის, საპარლამენტო არჩევნწბში "რუსული ოცნების"
დასამარცხებლად გეგებს ვამზადებთ. ჩვენი კანტიტატი უნდა იყოს ისეთი
ადამიანი რომელიც ხალხს უყვარს და ხალხი ირჩევს. მე ვფიქრობ რომ ეს
ახმედ იმამკულიევი არ არის", - ქერიმოვი აცხადებს
ახმედ იმამკულიევის აზრით, პოლიტიკაში მუდმოვი მტერი და მეგობარი არ
არსებობს.
ამბობს, რომ ჯერ არ არის არც ერთი პარტიის წევრი. მაგრამ შეთავაზებები
მიიღო, შეფასების შემდეგ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
"ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა ვინც იცის
მაგათ ესმით რომ პოლიტიკაში მუდმივი მტერი და მეგობარი არ არსებობს.
ვინ თქვა რომ ახმედმა მიშას რამე უთხრა. ერთი რამე უნდა გაიგონ რომ მე
ვინმეზე რამე თუ ვთქვი წინადადებაც მათგან მივიღე. ესეიგი მათ ესმით
მაღალი პოლიტიკა და ჩვენც ვართ მაღალ პოლიტიკაში. მოლაპარაკების
შედეგად ყველაფერი შეიძლება. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი
პარტიისათვის მე არ შემითავაზებია არაფერი. მხოლოდ მათგან მიმიღია
შეთავაზება. მე შევაფასებ ამ შეთაბაზებებს. რეგიონალური
ორგანიზაციების წევრები თუ იმუშავებენ მასთან არ ვიცი. იმიტომ რომ მე
ენმ-ს ცენტრალური ოფისისგან გამომიგზავნეს შეთავაზება. მარნეულის
რაიონული ორგანიზაციების წევრები რას ფიქრობენ არ ვიცი. კარგი
იქნებოდა ეს თავიანთ ხელმძღვანელს ჰკითხონ", - აცხადებს
"ევროპული საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი
ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი
აღსანიშნავია, რომ ახმედ იმამკულიევი 2014 წლიდან 2017 წლამდე ენმ-ს
წევრი იყო. შემდგომ ევროპული საქართველოს პარტიას შეუერთდა. რამდენიმე
დღის წინ იმამკულიევმა განაცხადა რომ პარტია დატოვა. მაგრამ მიზეზებზე
საუბარი არ ისურვა. ევროპული საქართველოს მთავარი მდივნის მოადგილემ
გიორგი ნონიაშვილმა 29 ივლისს რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა
რომ იმამკულიევმა შიდა პარტიული არჩევნების გამო დატოვა პარტია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები ჩატარდება.