"ევროპული საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი
ხელმძღვანელის ახმედ იმამკულიევის აზრით, პოლიტიკაში მუდმოვი მტერი და
მეგობარი არ არსებობს.
ამბობს, რომ ჯერ არ არის არც ერთი პარტიის წევრი. მაგრამ შეთავაზებები
მიიღო, შეფასების შემდეგ გადაწყვეტილებასაც მიიღებს.
"ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკა ვინც იცის
მაგათ ესმით რომ პოლიტიკაში მუდმივი მტერი და მეგობარი არ არსებობს.
ვინ თქვა რომ ახმედმა მიშას რამე უთხრა. ერთი რამე უნდა გაიგონ რომ მე
ვინმეზე რამე თუ ვთქვი წინადადებაც მათგან მივიღე. ესეიგი მათ ესმით
მაღალი პოლიტიკა და ჩვენც ვართ მაღალ პოლიტიკაში. მოლაპარაკების
შედეგად ყველაფერი შეიძლება. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი
პარტიისათვის მე არ შემითავაზებია არაფერი. მხოლოდ მათგან მიმიღია
შეთავაზება. მე შევაფასებ ამ შეთაბაზებებს. რეგიონალური
ორგანიზაციების წევრები თუ იმუშავებენ მასთან არ ვიცი. იმიტომ რომ მე
ენმ-ს ცენტრალური ოფისისგან გამომიგზავნეს შეთავაზება. მარნეულის
რაიონული ორგანიზაციების წევრები რას ფიქრობენ არ ვიცი. კარგი
იქნებოდა ეს თავიანთ ხელმძღვანელს ჰკითხონ", - აცხადებს
"ევროპული საქართველოს" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი
ხელმძღვანელი ახმედ იმამკულიევი
აღსანიშნავია, რომ ახმედ იმამკულიევი 2014 წლიდან 2017 წლამდე ენმ-ს
წევრი იყო. შემდგომ ევროპული საქართველოს პარტიას შეუერთდა. რამდენიმე
დღის წინ იმამკულიევმა განაცხადა რომ პარტია დატოვა. მაგრამ მიზეზებზე
საუბარი არ ისურვა. ევროპული საქართველოს მთავარი მდივნის მოადგილემ
გიორგი ნონიაშვილმა 29 ივლისს რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა
რომ იმამკულიევმა შიდა პარტიული არჩევნების გამო დატოვა პარტია.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო
არჩევნები.