მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია „მარნეულობა 2024“- ის აღნიშვნას 155
101 ლარად გეგმავს.
თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ღონისძიების
ღირებულება გასულ წელთან შედარებით შესაძლოა 26 201 ლარით მეტი
დაჯდეს. ვინაიდან,“ მარნეულობა 2023“ - თვის 128 900 ლარი დაიხარჯა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „მარნეულობა“ 21 სექტემბერს
სხვადასხვა აქტივობით გაიმართება. მათ შორის წარმოდგენილი იქნება
საბავშვო გასართობი სივრცე, სხვადასხვა კუთხე კულინარიული
შემოქმედებით, საგამოფენო
სივრცეები და სხვა.
მარნეულობა 2024 -ის ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს
11-14 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება
ღონისძიების ორგანიზება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 21
სექტემბერს მიაწოდოს.
მარნეულობის აღნიშვნა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს დაიწყო და მას
ყოველწლიური სახე ექნება.
ღონისძიების გამართვის ადგილი ჯერჯერობით უცნობია.