ქეა კავკასია (CARE), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),
მარნეულის სათემო რადიოსა და დემოკრატიის ლაბორატორიასთან
პარტნიორობით
ახორციელებს პროექტს „გენდერული სამართლიანობა, უსაფრთხო და
თანასწორუფლებიანი საზოგადოებისმშენებლობისთვის“. პროექტი ხორციელდება
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ძირითადი მიზანია გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და
გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირება საქართველოში. პროექტისერთ-ერთი
მთავარი მიმართულებაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება, რაც ქალთა
მიმართ ძალადობისგან თავის დაღწევისა და მისი პრევენციისათვის
უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
ამ მიზნით,
ქეა კავკასია (CARE) აცხადებს ბიზნეს საგრანტო კონკურსს
ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის, რათა წამოიწყონ და/ან განავითარონ
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.
თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე, ბიზნეს-გეგმის საჭიროებიდან
გამომდინარე, გამოყოფილი გრანტის ოდენობა განისაზღვრება მინიმუმ 2,000
და მაქსიმუმ 7,500 ევროს ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, არსებული
კურსის მიხედვით.
პროექტის სამიზნე არეალია:
1. კახეთი: თელავის, ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის
მუნიციპალიტეტები,
2. ქვემო ქართლი: მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები,
3. თბილისი (მხოლოდ უკრაინული თემის
წარმომადგენლები).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:
1. იდეა ინიცირებული უნდა იყოს გენდერული ნიშნით და/ან ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი ქალის/ქალთა ჯგუფის მიერ;
2. იდეის განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს გენდერული ნიშნით ან/და
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების ჩართულობა;
3. ბიზნეს-წინადადება/იდეა ორიენტირებული უნდა იყოს გენდერული ნიშნით
და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დასაქმებაზე ან დასაქმების
შესაძლებლობის შექმნაზე;
4. განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელზე მეტი ასაკის საქართველოს
რეზიდენტი;
5. პროექტი უნდა განხორციელდეს სამიზნე მუნიციპალიტეტებში;
6. იმ ქალებს, რომლებიც არ აქვთ ბიზნეს რეგისტრაცია, შეუძლიათ გრანტის
მოთხოვნა,
თუმცა, გრანტის დადასტურების შემთხვევაში, მათ ექნებათ ვალდებულება
დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად და/ან შესაბამის იურიდიულ
პირად (ასოციაცია/კოოპერატივი) საგრანტო ხელშეკრულების
ხელმოწერამდე;
საგრანტო კონკურსი განხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
I ეტაპი მოიცავს იდეის წარდგენას ელექტრონული ფორმის საშუალებით მცირე
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები ავსებენ ინტერესის
(იდეის) გამოხატვის ელექტრონულ ფორმას
.
ინტერესის გამოხატვის ფორმა მიიღება ელექტრონულად და ხელმისაწვდომია
ბმულზე:
აუცილებელია ინტერესის (იდეის) გამოხატვის ფორმა სრულყოფილად იყოს
შევსებული. არასრულად ან განსხვავებული ფორმით შევსებული და
დაგვიანებული
განაცხადები არ განიხილება.
ინტერესის (იდეის) გამოხატვის ელექტრონული ფორმის გამოგზავნის ბოლო
ვადაა 2024 წლის 18 სექტემბერი.