მარნეულის მერიამ სოფელ წერაქვში, საერთაშორისო ინტერდისციპლინური
მუსიკალური ფესტივალის ,,ერთიანი კავკასია – One Caucasus”
ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 53 700 ლარიანი
ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ თანხაში იგეგმება შემდეგი
მოსახურეობის გაწევა.
სცენა გადახურვით
სარეპეტიციო სცენა
სცენის გახმოვანება
დიზელ - გენერატორი
სცენის ზურგის შესაფუთი ბანერი
მთავარი სცენის შემოსასაზღვრი უსაფრთხოების ბარიკადები
კარვების დაქირავება
ნაბეჭდი მასალა
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 10-13 აგვისტოს პერიოდში
შეეძლება.
ფესტივალი მარნეულის სოფელ წერაქვში ოთხი დღის განმავლობაში, 22-25
აგვისტოს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, სამი ქვეყნის
საზღვარზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში წლების
განმავლობაში იმართება. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები
და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ისინი ერთგვარ
საფესტივალო ქალაქს ქმნიან.
ასე, მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს აქვს
სივრცე, სადაც ოთხ დღეს ერთად ატარებენ. ახალგაზრდები უსმენენ
სასიამოვნო მუსიკას, ისვენებენ ოჯახებთან ერთად და ეცნობიან
მეზობლების კულტურას.
გარეკანის ფოტო: არქივი