მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდა.
მერიამ საბჭოსათვის 2 702 ლარის მაისურები, ბეიჯები, კალმები,
ბლოკნოტები, კეპები და ჭიქები, გამარტივებული წესით, ინდმეწარმე აკრემ
გახრამანოვისგან შეიძინა.
“მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე
შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო. საბჭოს წევრებისთვის, მათზედ დაკისრებული
მოვალეობების სრულფასოვნად შესრულების მიზნით საჭიროა შესყიდულ იქნას
შესაბამისი დაბრენდილი საკანცელარიო ნივთები და აქსესუარები,
კერძოდ:
- მაისური - 50 ცალი;
- ბეიჯი- 26 ცალი;
- კალამი- 100 ცალი;
- ბლოკნოტი- 40 ცალი;
- კეპი- 50 ცალი;
- ჭიქა - 50 ცალი;
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს, განახორციელოს შესყიდვებთან
დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები.”
- წერია გამარტივებული შესყიდვის ტენდერში.
„ახალგაზრდული საბჭოს“ ახალი შემადგენლობა 2 წლის ვადით შეირჩა და
დაკომპლექტდა 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე მცხოვრები
26 ახალგაზრდისგან.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის
3 მოადგილე.
გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია