ქვიშის კარიერს სოფელ ქუთლიარში მდინარე ხრამის ნაკადის შეცვლა და ტექნიკის მძრაობისთვის გზის გაკეთება უნდა (ვიდეო/ფოტო)
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში ქვიშის კარიერს მდინარე ხრამის ნაკადის შეცვლა და თავიანთი ტექნიკის მოძრაობისთვის გზის გახსნა უნდა. სოფლის მაცხოვრებლები კარიერის სამუშაოებს აპროტესტებენ.

10 აგვისტოს მდინარე ხრამის პირას შეკრებილმა ქუთლიარის მაცხოვრებლებმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადეს, რომ ქვიშის მომპოვებრლი დაწესებულება წლებია სოფლეში ბუნებრივ წიაღისეულს მოიპოვებს. მათი თქმით, სოფელში კარიერის არსებობა პრობლემებს ქმნის.

„წლებია რაც კაერიერი სოფლის ტერიტორიაზე გათხრით სამუშაოებს ატარებს. ახლაც არაკანონიერად თავიანთი ტექნიკის მოძრაობისთვის მდინარის მმართულების შეცვლით გზას აკეთებენ. თუ მდინარე ადიდდა ჩვენი სოფელი წყლის ქვეშ დარჩება. საქონელი აქ მოგვყავს ბალახზე, მდინარის პირას წყალზე მოგვყავს“ - აცხადებს სოფლეი მკვიდრი

კარიერი სოფელ ქვემი ყულარის ტერიტორიაზე მდებარეობს. მაცხოვრებლების თქმით, კარიერიდან რამდენიმე მეტრში დაწესებულებამ მიწა იყიდა და ახლა უნდათ რომ ამ მიწიდან ქარხანაში მოიპოვონ.

„როგორც ვიცით, ყულარში მდებარე კარიერმა ჩვენი სოფლის ქვემოთ მიწა იყიდა. იქიდან ხრეშის გატადანა უნდათ კარიერში. ყულარის მოსახლეობამ არ მისცა ნებართვა კარიერს სოფელში ემოძრავა. ახლა ამ გზას მიმართეს. მდინარის მიმართულება შეცვალეს და ჩვენი სოფლისკენ გამოუშვეს. თუ ახლა ამას მოაგვარებენ ხვალ აქაურობას გათხრიან.
ახლაც ცუდ დღეშია აქაურობა. გათხარეს და ასე დატოვეს“.

ადგილზე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნებობის ეკოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მოვიდნენ. მათ მოისმინეს მოსახლეობის წუხილი და ოქმი შეადგინეს. დეპარტამენტის თანამშრობლებმა განაცხადეს, რომ საკითხს შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google