ადგილები მარნეულში, სადაც წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა იკრძალება ან დასაშვებია
13:21 / 03.09.2024
მარნეულის საკრებულომ დაამტკიცა იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრა
იკრძალება ან დასაშვებია.
საკრებულოს მიერ, რადიო „მარნეულისთვის“ მიწოდებული დოკუმეტის
თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე. მათ
შორის, სასაფლაოების ტერიტორიაზე, ეკლესიებზე, მეჩეთებზე,
სინაგოგებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე. პლაკატების
გაკვრა ასევე იკრძალება მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების,
პროკურატურის. სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური დანაყოფის შენობების ინტერიერებსა და
ექსტერიერებში.
მარნეულის ადმინისტრაციულ საზღვებში საარჩევნო პლაკატების გაკვრა
იკრძალება საგზაო ნიშნებსა და ხე-მცენარეებზე.
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა
იკრძალება.
რაც შეეხება საარჩევნო პალაკატებისათვის დასაშვებ ადგილებს,
დასაშვებია გარკვეულ- შენობა ნაგებობებსა და გარე განთების
ბოძებზე.
ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ, ქვის დეკორატიულ
ღობეებზე, გარდა კულტურის სახლის წინ მდებარე ღობისა.
რუსთაველის ქუჩის გასწვრივ გამსახურდიასა და აივაზ გასანოვის
მიმდებარედ არსებული ხიდის რკინის ნაწილი.
რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული რკინის
წრიული ღობე
რუსთაველის, ნმარიმანოვისა და სამედ ვურღუნის ქუჩების გადაკვეთაზე
არსებული რკინის წრიული ღობე.
სამედ ვურღუნისა და ჟორდანიას ქუჩების გადაკვეთაზე არსებული
რკინის წრიული ღობე.
გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს, სადაც საარჩევნო პლაკატების
გაკვრა დასაშვებია:
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.