მარნეულის მერიის
ვებ-გვერდის აღდგენის
კონკრეტული დრო კვლა უცნობია.
თვეზე მეტია, რაც საიტი სრულად გათიშულია და არ ფუნქციონირებს. 31
ივლისს, რადიო მარნეულს თვითმმართველობაში უთხრეს, რომ საიტი მალე
ამუშავდებოდა, თუმცა განცხადებიდან ერთი თვის თავზეც საიტი უფუნქციოა.
ვებგვერდს შპს „პროსერვისი“ ქმნის.
კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი
დამოკიდებული არიან მერიაზე, რომელმაც სერვერის განთავსების ადგილი
უნდა გადაწყვიტოს.
დეტალების გასარკვევად მარნეულის
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელს დავით ჭიკაძეს დავუკავშირდით, რომელმაც
გვითხრა, რომ საიტის განახლების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა,
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სერვერის განთავსებასთან დაკავშირებით,
თუმცა საიტის აღდგენის კონკრეტული დრო არ სახელდება.
„ვმუშაობთ, საიტი განახლების პროცესშია, უკვე თითქმის
დასრულებისკენ ვართ და სულ მალე იქნება განახლებული საიტი“ -
თქვა დავით ჭიკაძემ.
საიტის გათიშვის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას
სოციალურ ქსელებში არ გაუვრცელებია.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალი საიტის შექმნა გამარტივებული
წესით გადაწყვიტა. რისთვისაც 7 500 ლარი გადაუხადა შპს
„პროსერვისს”
ხელშეკრულების ტექნიკური დავალების მიხედვით, საიტის დიზაინში უნდა
ფიგურირებდეს მუნიციპალიტეტის ლოგო და დასახელება. ასევე, საიტს უნდა
ჰქონდეს ქართულ და ინგლისურ ენებს შორის გადართვის ფუნქციონალის
მხარდაჭერა.
გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რისი ხილვა შეგეძლებათ მერიის განახლებულ
საიტზე:
• ტექსტური გვერდი ( მერიის შესახებ, საკრებულოს შესახებ)
• ღირსშესანიშნაობები
• მუნიციპალიტეტის როგორც მერიის ასევე საკრებულოს თანამდებობის
პირების მოდული
• მუნიციპალიტეტის სამსახურები
• ბრძანებები
• სხდომის ოქმები
• კონკურსები
• ანგარიშები
• სიახლეები
• ბიუროები
• კომისიები
• ფრაქციები
• სოციალური პროგრამები
• განცხადებები
• ფოტო გალერეა
• ვიდეო გალერეა
• კონტაქტი