მარნეულის მერიამ სოფელ წოფში სასმლი წყლის მოწყობის
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 30 000
ლარიანი ტენდერი გამოცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წყლის მოწყობის სავარაუდო
ღირებულება, ერთი მილიონია. საპროექტო ორგანიზაციას დაევალება სრულად
შეისწავლოს სოფლეში არსებული ქსელის შპს „მარნეული სოფწყალი“-ს
თანამშრომელთან ერთად.
წყლის მოწყობის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა-სტანდარტების
შესაბამისად
- სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა - სტანდარტების
შესაბამისად
- სასმელი წყლის არსებული ავზის რეაბილიტაცია -
სტანდარტების შესაბამისად
- საჭიროების შემთხვევაში ახალი ავზის მოწყობა -
სტანდარტების შესაბამისად
- საქლორატორო შენობების მშენებლობა და ტექნოლოგიური
ნაწილის მოწყობა -
- სასმელი წყლის მრიცხველების მოწყობა
- საჭიროების შემთხვევაში სათაო ნაგებობის პერიმეტრის
შემოღობვა.
სოფელ წოფში სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 13-16 სექტემბრის
პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება მერიას პროექტი
ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში ჩააბაროს.