მარნეულის სკოლებში სწავლა 16 სექტემბერს განახლდება.
სქართველოს მასშტაბით არსებული საჯარო სკოლები ახალ 2024-2025
სასწავლო წელს ამავე რიცხვში დაიწყებენ.
მარნეულის სკოლები წელს 1900-
მდე პირველკლასელს მიიღებენ.
პირველკლასელთა რეგისტრაცია მუნიციპალიტეტში 4 ეტაპად
განხორციელდა.
პირველკლასელებისათვის მარნეულის მასშტაბით უკვე დარიგდა ლეპტოპები,
რომელიც მოსწავლეებს “ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში 16
სექტემბერს გადაეცემათ.
მარნეულში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.