საქართველო-ჩეხეთის მატჩის ჩვენება მარნეულის ცენტრალურ სკვერში
გაიმართება.
ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს და წერს, რომ
მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოეწყობა 7
სექტემბრის 20:00 საათზე.
“მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის
თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართება! მობრძანდით, ერთად
ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!” - წერს ადგილობრივი
თვითმმართველობა.
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა
ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის
გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთის ნაკრებს
დაუპირისპირდება.