მარნეულის მერია ამწე კალათის შესყივას 216 884 ლარად გეგმავს.
ავტომანქანისათვის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 5 სექტემბერს გამოაცხადა.
როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს,
ტექნიკა ა(ა)იპ “სუფთა მარნეულს” გარე განათების მოვლა-შენახვისათვის
გადაეცემა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა რამდენიმე კრიტერიუმს
უნდა აკმაყოფილებდეს - მათ შორის:
- არანაკლებ 2023 წ, ექსპლუატაციაში არმყოფი
- საჭე მარცხნივ, წინა ღერძი აღჭურვილი უნდა იყოს საჭის
ჰიდროგამაძლიერებლით
- დიზელის, წყლის გაგრილებით, ტურბოდაბერვით
- აალათის ტვირთამწეობა (არანაკლებ) 200კგ
- ავარიული გაჩერების ღილაკი. ხელის ტუბო ავარიული
დაშვებუსთვის
- ყვითელი საგანგებო ციმციმა
- დამცავი ბალიშები (აირბაგები)
ამწე კალათის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს
13-16 სექტემბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებული იქნება
მერიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 150 დღეში
მიაწოდოს.