მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 801 ბავშვი
დარეგისტრირდა.
სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრა ვერ შეძლო 188 მსურველმა. როგორც
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენელმა, სოსო ინაძემ
გვითხრა, აღსაზრდელები, რომლებიც ბაღში ვერ ჩაირიცხნენ, სარეზერვო
სიაში არიან. ფიქრობს, რომ მათი ჩარიცხვა ეტაპობრივად,
გამოთავისუფლებულ ადგილებზე მოხდება.
„პირველ ეტაპზე გათვალისწინებული იქნენ სოციალურად დაუცველი
და დევნილი ბავშები. სულ რეგისტრაცია გაიარა 801-მა ბავშვმა საბავშვო
ბაღებში. რაც შეეხება საკოლო მზაობის ჯგუფებს, 545-მა ბავშვმა გაიარა
რეგისტრაცია. სასკოლო მზაობა გვაქვს 18 ლოკაციაზე და არის 36 ჯგუფი
სულ „ - თქვა სოსო ინაძემ
100 ბავშვი დარჩა გარეთ ქალაქ მარნეულის N1 ბაღში, 70 ბავშვი ვერ
ჩაირიცხა ქალაქ მარნეულის N3 ბაღში, ხოლო 18 ბავში დარჩა გარეთ
საიმერლოს საჯარო ბაღში. თუმცა ეს ვერ ასახავ მუნიციპალიტეტში ბაღის
გარეშე დარჩენილი ბავშვების სრულ ოდენობას, ვინაიდან არის მოსახლეობა,
რომელიც რეგისტრაციისათვის ბაგა ბაღების გაერთიანებას არ
მიმართავს.
ფუნდამენტური უფლების, განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე
მარნეულში ყოველწლიურად ასოვით ბავში რჩება. ამის განმაპირობებელი
ფაქტორი უუმთავრესად სააღმზრდელო დაწესებულებებების არარსებობაა.
მუნიციპალიტეტში დაახლოებით 84 სოფელია ბაღი კი მხოლოდ 10-ში
მუშაობს.
მარნეულის მასშტაბით სულ 14 სააღმზრდელო დაწესებულებაა, ამ ეტაპზე კი
12 ფუნქციონირებს.