მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
გრანტი 14-მა კურსდამთავრებულმა მიიღო.
მათ შორის 12-მა 50%-იანი დაფინანსების მოპოვება შეძლო, ერთმა
სტუდენტმა 70%-იანი გრანტი მიიღო, ხოლო ერთმა კურსდამთავებულმა,
100%-იანი დაფინანსება მოიპოვა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო
„მარნეულს“ ადგილობრივმა რესურსცენტრმა მიაწოდა. მათ მიერ
გამოგზავნილი სტატისტიკის მიხედვთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გრანტი
ოთხი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
- სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1
საჯარო სკოლა (3)
- სსიპ-მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო
სკოლა (1)
- სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა (2)
- სსიპ ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლა (8)
მარნეულის მასშტაბით სულ 97 კურსდამთავრებული ჩაირიცხა
უნვერსიტეტებში. საუბარია სტუდენტებზე, ვინც გამოცდა 3 ან მეტი საგნით
ჩააბარეს. რაც შეეხება „1+4“ ჩარიცხულ სტუდენტებს მარნეულში ასეთი
385-ია.
ამავე თემაზე:
მარნეულელი სტუდენტები, რომლებმაც უნივერსიტეტებში გრანტები
მოიპოვეს