მარენულის საფეხბურთო გუნდი “წერეთელი” და თეთრიწყაროს გუნდი “ლილე”
ერთმანეთს მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე დაუპირისპირდებიან.
მარნეულის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,
სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ეტაპის ფარგლებში “წერეთელი”-სა და
“ლილე”-ს შორის შეხვედრა 13 სექტემბერს, 17:00 საათზე,
გაიმართება.
“მოყვარულთა ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის
ასოციაციის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის
განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით
მიმდინარეობს”. - აღნიშნულია მარნეულის მერიის
განცხადებაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
“წერეთელი”-ს
გუნდს24 წყვილი ფეხბურთის ბუცი შეუსყიდა. მარნეულის
მერიამ ბუცების შესყიდვისათვის ხელშეკრულება გამარტივებული წესით შპს
“ჩემპიონი”-სთან გააფორმა.
“მოგახსენებთ რომ, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის
ასოციაციამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციმ, ქართული ფეხბურთის
განვითარების ფონდთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურის და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დაიწყო
„მოყვარულთა თასი“-ს 2024 წლის რეგიონალური ჩემპიონატი ფეხბურთში,
სადაც მონაწილეობას იღებს ჩვენი მუნიციპალიტეტის გუნდი.
მუნიციპალური ჩემპიონატი მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიწყო 2024წლის
ივნისის თვეშეი და ფინალური შეხვედრა ჩატარდა 18 ივლის. გამარჯვებული
გუნდი გახდა „წერეთელი“-ს გუნდი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აღნიშნულ ღონისძიებაში ჩასართავად
საჭიროა ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე გუნდისთვისა
საფეხბურთო ფორმების და ბუცების შეძენა, 24 კომპლექტი”.
- აღნიშნულია მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის,
კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის
სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო დეკანოიძის მიერ მანეულის მერისათვის
მიწერილ მოხსენებით ბარათში
მარნეულის მერიამ ერთი წყვილი ბუცი 250 ლარად შეისყიდა. საერთო ჯამში
მუნიციპალიტეტმა საფეხბურთო გუნდი “წერეთელი”-სთვის ბუცების
შესყიდვისათვის 6 000 ლარი დახარჯა.
რადიო “მარნეული”