20 სექტემბერს მარნეულზე დაწერილი სიმღერის პრეზენტაცია იგეგმება
„მარნეულობა 2024“- ზე მარნეულისთვის დაწერილი სიმღერა, „მრავალჟამიერ მარნეულს“ შესრულდება.

სიმღერის ტექსტის ავტორი კომპოზიტორი ლევან მიზანდარია. ღონისძიებას მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს მიქს-სტუდიო გამართავს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა რადიო “მარნეულთან” საუბარში აღნიშნა, მარნეულზე დაწერილ სიმღერას ანსამბლი “შავნაბადა” შეასრულებს.

„მეგობრობის ხიდი“, „თავისუფლება“, „მარნები“, „ალგეთს ლეკვები“ - ეს არის იმ ტერმინების მცირე ჩამონათვალი, რომელის გაგებაც მარნეულის ჰიმნში იქნება შესაძლებელი. 

“მარნეულობა 2024”
20 სექტემბერს, კიდევაც დაიზრდებიანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მარნეულის მუნიციპალიტეტს ღონისძიების გამართვა 115 000 ლარი უჯდება.

ღონისძიებაზე ჩატარდება კონცერტი, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კუთხეები, კულინარიული მასტერკლასები და სხვა.

მარნეულობის აღნიშვნა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს დაიწყო და მას ყოველწლიური სახე ექნება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123