„მარნეულობა 2024“- ზე აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი, როზა
ზერგერლი იმღერებს.
ღონისძების ორგანიზატორი, მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს
მიქს-სტუდიოაა. კომპანიის წარმომადგენელმა, რადიოსთან საუბრისას
განმარტა, რომ აზერბაიჯანიდან ცნობილი მომღერალი როზა, მათივე
ინიციატივით, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ჩამოჰყავთ.
მარნეულში ჩამოსვლას აანონსებს სოციალურ ქსელში თავად მომღერალიც.
მერიას მარნეულობის გამართვა 115 000 ლარი უჯდება. მერიამ ღონისძიების
ორგანიზებისათვის ტენდერი აგვისტოს თვეში 115 101 ლარად
გამოაცხადა,
მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა გამარჯვებულად
ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანია, შპს მიქს-სტუდიო
გამოვლინდა.
ღონისძიებაზე ჩატარდება კონცერტი, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა
კუთხეები, კულინარიული მასტერკლასები და სხვა.
მარნეულობის აღნიშვნა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს დაიწყო და მას
ყოველწლიური სახე ექნება.