"წყალი არ იქნება, ტრენინგები გვაქვს" - ივანიშვილის ვიზიტი რუსთავში და მარნეულის ბაღების დროზე ადრე დაკეტვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღები დღეს, 19 სექტემბერს, 4 საათით ადრე დაიკეტება. რადიო „მარნეულს“ მარნეულის სხვადასხვა ბაღებიდან დაუკავშირდნენ მშობლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ ბაღის აღმზრდელებმა და გამგეებმა ბავშვების ბაღიდან გაყვანა ადრიანად სთხოვეს. ზუსტი მიზეზი მშობლებისათვის არავის განუმარტავს, ზოგს უთხრეს, რომ ბაღებში 2 საათისშემდეგ წყალი შეწყდებოდა, ზოგს კი უთხრეს, რომ ტრენინგზე მიდიოოდნენ.

მე, მაგალითა, გუშინ როდესაც ვიკითხე ბაღი რატომ არ იქნებოდა,
მითხრეს, რომ წყალი არ ექნებოდათ 2 საათის მერე და ბავშების გაჩერებას აზრი არ ექნებოდა“
- ამბობს, მშობელი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

„ბავშვების ჩათი გვაქვს სოციალურ ქსელში, დაწერეს, რომ 2 საათის მერე არ მიგვეყვანა“- გვითხრა კიდევ ერთმა მშობელმა, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

„არ ვიცი რა ხდება, ტრენინგებიაო თუ რაღაც, მაგიტომ უნდა წავიყვანოთ ბავშები ადრე“ - ამბობს კიდევ ერთი მშობებელი, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.

(მიმოწერა მარნეულის ერთ-ერთი ბაღის ჩათში)


უკავშირდება თუ არა ბაღიდან ბავშვების გაშვება ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრას, რომელიც დღეს რუსთავში უნდა გაიმართოს, მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანების უფროსმა კითხვაზე არ გვიპასუხა. მას შემდეგ, რაც ტელეფონზე საკითხი ვუთხარით, მოიმიზეზა, რომ შეხვედრაზეა და ყურმილი გაგვითიშა.

ინფორმაცის გადამოწმება ვცადეთ მარნეულის სატრანსპორტო კომპანია „ექსპრესტურისტის“ ხელმძღვანელთან, რომლის ტრანპორტიც ხშირად არის იმ მგზავრების გადამყვანი, რომლებიც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მიჰყავთ.

იური სამხარაძემ პირველ დარეკვაზე ყურმილი გაგვითიშა, მეორედ თავადვე დაგვირეკა. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ამჯერად მომზადებული ტექსტი ჰქონდა. დაგვიდასტურა, რომ ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე მისი ტრანსპორტი, თავისივე მძღოლების თხოვნით წავა, თუმცა გვარწმუნებს, რომ ეს დიდი რაოდენობა არაა და მარნეულში დარჩენილ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება.

„ბევრი არ არის, თვითონ მძღოლებმა მთხოვეს რომ იმათმა დაიქირავეს ალბათ (ხალხმა). მძღოლებმა მთხოვეს და ხელი არ შეეშლებათ. საკუთარი ძალიებით მიდიან ისინი მემგონი (ხალხი).- ამბობს იური სამხარაძე

“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული ღონისძიებები ქვემო ქართლში, ამჯერად რუსთავში გაიმართება.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები, ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123