დღეს, 19 სექტემბერს, რუსთავში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში გასვლითი რეგიონული შეხვედრა იმართება.
მარნეულის სატრანსპორტო კომპანია შპს “ექსპრესტურისტის” ხელმძღვანელი
გვიდასტურებს, რომ ღონისძიებაზე მისი ტრანსპორტი მძღოლების თხოვნით
წავა, თუმცა გვარწმუნებს, რომ ეს დიდი რაოდენობა არაა და მარნეულში
დარჩენილ მოსახლეობას გადაადგილებაში ხელი არ შეეშლება.
„ბევრი არ არის, თვითონ მძღოლებმა მთხოვეს რომ იმათმა
დაიქირავეს ალბათ (ხალხმა). მძღოლებმა მთხოვეს და ხელი არ შეეშლებათ.
საკუთარი ძალიებით მიდიან ისინი მემგონი (ხალხი)." - ამბობს
იური სამხარაძე
„ექსპრესტურისტის“ტრანპორტი ხშირად არის იმ მგზავრების გადამყვანი,
რომლებიც ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მიჰყავთ.
“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით შეხვედრაზე
სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები, ღონისძიება 20:00
საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:
"წყალი არ იქნება, ტრენინგები გვაქვს" - ივანიშვილის ვიზიტი რუსთავში
და მარნეულის ბაღების დროზე ადრე დაკეტვა
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი