მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 20
სექტემბერს გამართულ „მარნეულობა 2024“-ის ღონისძიებაზე
სამთავრობო სტრუქტურებიდან მოწვეული სტუმრებისათვის სუფრა 9 997 ლარად
გაშალა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული გამარტივებული
შესყიდვის მიხედვით, მერიამ სადილით გამასპინძლების მომსახურება
ინდივიდუალურ მეწარმე ვლადიმერ ქიმაძისაგან შეისყიდა.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 სექტემბერს,
მარნეულის
მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალქ მარნეულში გაიმართებ
“მარნეულელობა 2024“-ის ღონისძიება, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან
ერთად ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს მოწვეულ
სტუმრებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულებიდან.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს,
უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება და განახორციელოს შესყიდვასთან
დაკავშირებული ქმედების განხორციელება, მოქმედი კანონმდბლობით
დადგენილი წესის შესაბამისად“. - აღნიშნულია
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში
გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში არ არის მითითებული თუ
რამდენ ადამიანზე გაიშალა სუფრა.
მერიას მარნეულობის გამართვა 115 000 ლარი დაუჯდა. მერიამ ღონისძიების
ორგანიზებისათვის ტენდერი აგვისტოს თვეში 115 101 ლარად გამოაცხადა,
მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, თუმცა გამარჯვებულად
ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი კომპანია, შპს მიქს-სტუდიო
გამოვლინდა. ასევე, მარნეულობისთვის თვითმმართველობამ მერიის,
ბიბლიოთეკის და კულტურის სახლის შენობა 3 800 ლარად გაწმინდა.
რადიო „მარნეული“