ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების მაღაზიას ხელყუმბარა ესროლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა 1 ოქტომბერს, დაახლოებით, ღამის 4 საათზე მოხდა.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ხელყუმბარა მაღაზიის
წინ დაწყობილ ხის მასალაში ჩავარდა და აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა მოტივით ესროლეს სამშენებლო მაღაზიას ხელყუმბარა. ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფია მობილიზებული. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123