ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, სკოლიდან გაიტაცეს. ქალთა უფლებადამცველი და აქტივისტი თოზუ გულმამედლი აცხადებს, რომ გოგოს გატაცების შესახებ სამართალდამცველებს თავად შეატყობინა.

„მე დავრეკე 112-ში, მაგრამ გამოძიება დაიწყო თუ არა არ ვიცი. წეხან დამირეკა პოლიციის უფროსმა და მითხრა, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ოჯახი პოლიციაში მისვლის წინააღმდეგიაო და სოფლის სკოლის წინ
არის მოტაცებულიო. გოგონა არის 14 ან 15 წლის და ბიჭი არის დაახლოებით 25 წლის, ანუ სრულწლოვანია“.
- განაცხადა თოზუ გულმამედლიმ

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ სკოლის ადმინისტრაციას გოგოს გატაცების შესახებ სამართალდამცავ უწყებებში შეტყობინება არ გაუკეთებიათ.

„პოლიციის უფროს ვესაუბრე და როგორც გავიგე, არ ქონდათ ინფორმაცია. არ უთქვამთ რომ დაწყებული აქვთ გამოძიება და შესაბამისად ვვარაუდობ, რომ პოლიციაში დარეკილი არავის ჰქონდა. თუმცა, დაზუსტებით ვერ გეტყვით“. - აცხადებს თოზუ გულმამედლი

რადიო „მარნეული“ დაუკავშირდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ია სვანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არასრულწლოვანის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„ნამდვილად ვერ გეტყვით დაზუსტებით, უნდა დავადასტურო ინფორმაცია“. - გვითხრა ია სვანიძემ, ტელეფონი გაგვითიშა და მას შემდეგ ზარებს არ პასუხობს.

რადიო „მარნეული“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1