მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში შიდა გზის რეაბილიტაციის
ტენდერი არ შედგა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახკერპში გზის დაგების დასაგებად
433`711 ლარიანი ტენდერი 12 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა მასში
მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. სატენდერო დოკუმენტაციის
მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდა გზის დაგებისა, მოიცავს
ადგილობრივი შესასვლელების რეაბილიტაციასაც.
“საპროექტო მონაკვეთი შედგება 5 დამოუკიდებელი ღერძისგან
და მთლიანი ჯამური სიგრძე 745გრძივი მეტრია. აპროექტო მონაკვეთზე
არსებული საფარი ხრეშოვანი გრუნტია სადაც შეიმჩნევა ორმოები და
გარკვეულ ლოკაციებზე ჯდენები. გზაზე ეწყობა კაპიტალური ტიპის
ცემენტბეტონის საგზაო სამოსის ორფენიანი კონსტრუქცია. მნიშვნელოვანია
საფრის მოწყობამდე უზრუნველყოფილი იქნას წყლის აცილების ღონისძიებები,
რათა არ მოხდეს ზის სავალ ნაწილზე შეტბორვები” - წერია
სატენდერო დოკუმენტაციაში.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება სოფელ ახკერპისთვის ახალი
ტენდერი და შეიცვლება თუ არა ამჟამად არსებული თანხა, რომელსაც
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს.