მარნეულის მერიამ საახალწო სამზადისი დაიწყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2025 წლის დადგომასთან დაკავშირებული
საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების
ორგანიზების მომსახურების შესყიდვისათვის 91 350 ლარიანი ტენდერი
გამოაცხადა. აღნიშნული თანხა 26 395 ლარით აღემატება წინა წელს ამავე
მიზნით გამოცხადებულ ტენდერის საფასურს.
მუნიციპალიტეტი 91 350 ლარად სხვადასხვა აქტივობას გეგმავს. მათ
შორის, გეგმავს სცენის მოწყობას, განათებას, მუსიკალური ჯგუფის
მოწვევას, ანიმატორების შოუს,
დეკორაციების განთავსებას, ფოიერვერკის
გასროლას და წამყვანების დაქირავებას.
წამყვანები გარკვეული კრიტერიუმებით
შეირჩევა:
1. ქალბატონი.-ასაკი 35- 40 წლის. ტელევიზიაში ან რადიოში
მუშაობის გამოცდილებით, მსგავსი გასართობი ღონისძიების წაყვანის
გამოცდილებით.
2. მამაკაცი - ასაკი 30-40 წლის. მომღერალი, მსგავსი ღონისძიების
წაყვანის გამოცდილებით. კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და აზერბაიჯანულ
ენებს.
მარნეულის მერიის მიერ გამოცხადებულ საახალწლო ნაძვის ხის ანთების
სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვის
ტენდერში მონაწილეობა მსურველ კომპანიებს 1-4 ნოემბრის პერიოდში
შეეძლებათ. გამარჯვებული ვალდებნული იქნება, სამუშაოები 15 დან 25
დეკემბრის შუალედში განახორციელოს.
გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი