მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტი გიგლა წიფიანი, ვეტერან ძიუდოისტთა
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს.
“ლას-ვეგასში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ვეტერან ძიუდოისტთა
შორის.შეჯიბრის პირველი დღე წარმატებული აღმოჩნდა მარნეულელი
მოჭიდავეებისთვის, გიგლა წიფიანმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს გიგლას მიღწეულ
წარმატებას.” - წერს
მარნეულის სპორტული სკოლა.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის
აღმასკომის წევრი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის
დირექტორი მამუკა ნავერიანი.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე თბილისის დროით 21:00 საათზე
დაიწყება.
პირდაპირი ეთერი: JudoTV.com