მარნეულის საკრებულომ როვშან ისკანდაროვს უფლებამოსილება შეუჩერა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ როვშან ისკანდაროვს უფლებამოსილება შეუჩერა. ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მარნეულის საკრებულოს სხდომაზე როვშან ისკანდაროვისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ წარადგინა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-6-ე პუნქტის საფუძველზე, მარნეულის მაგისტრი მოსამართლის 2024 წლის პირველი ნოემბრის განჩინების საფუძველზე უჩერდება უფლებამოსილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ როვშან ისკანდაროვს და ასევე, ის ტოვებს
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. უჩერდება ნიშნავს, რომ არ უწყდება. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მას შეჩერებული ექნება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება და სასამართლოს ყველა ისნტანციის გადაწყვეტილების შემდეგ, საკრებულო კიდევ იმსჯელებს ამ საკითხზე“.
- განაცხადა ნინო ბერიძემ

საკრებულომ როვშან ისკანდაროვისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი ცნობის სახით მიიღო. სხდომაზე მეორე საკითხი შეეხებოდა ისკანდაროვისათვის გამოყოფილი საწვავისა და სასაუბრო ბარათის ლიმიტების შეწყვეტას - საკრებულომ აღნიშნულ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

პირველ ნოემბერს, მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში როვშან ისკანდაროვისა და ეთიბარ ისკანდაროვის აღკვეთის ღონისძიების საქმე განიხილეს.

სასამართლომ ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას განაცხადა, რომ ორივე ბრალდებული 31 ოქტომბერს დააკავეს.
მოსამართლე გვანცა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს გაიმართება.

როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი არჩევნების გაყალბებაში ედებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345