ამირან გიორგაძემ „ქართულ ოცნებას“ და დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, საკრებულოს თავმჯდომარის სახელით, მადლობა გადაუხადა. დღეს, 6 ნოემბერს, გამართულ საკრბეულოს სხდომაზე ამირან გიორგაძემ საკითხების განცილვამდე განცხადება გააკეთა და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და პარტიას გამარჯვება მიულოცა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს იმისათვის, რომ მხარი დაუჭირეს მმართველ გუნდს, პარტია „ქართულ ოცნებას“. იცით, რომ შედეგებმა გვაჩვენა, რომ
ძალიან დიდი უპირატესობით მოიგო ჩვენს მუნიციპალიტეტში პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას, განვითარებას ჩვენი ქვეყნის და რა თქმა უნდა, ღირსეულად ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლოზუნგი. მე მინდა ჩვენი საკრებულოს თითოეული წევრის სახელით მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს“
. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

აღსანიშნავია, რომ მარნეულში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 79,61% მიიღო. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ მარნეულში არჩევნები მრავალი დარღვევის და გაყალბებების ფონზე მიდიოდა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მარნეულის 33 უბნის ბათილობასთან დაკავშირებით შევიდა სარჩელები, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ცნობის სახით მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვისათვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხიც - „ქართული ოცნების“ წევრს არჩევნების გაყალბებაში ედება ბრალი.

მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარემ ამომრჩევლისათვის მადლობის გადახდის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამირან გიორგაძემ არჩევნებში გამარჯვება ასევე მიულოცა დონალდ ტრამპს.

„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება ჩვენს პარტნიორ და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში. წინასწარი მონაცემები უკვე გამოქვეყნებულია და მე მინდა ვუსურვო ჩვენს მეგობარ ქვეყანას. მშვიდობიანად ჩატარდა იქაც არჩევნები და როგორც მე ვიცი, გამარჯვებული არის დონალდ ტრამპი და მინდა მივულოცო გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

დღეს, 6 ნოემბერს, მანრეულის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად ოთხი საკითხი იყო გამოტანილი. მათ შორის იყო როვშან ისკანდაროვისათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და მისი საწვავისა და სასაუბრო ბარათის ლიმიტის შეჩერების შესახებ საკითხებიც.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345