ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, სავარაუდოდ, აგურის დაცემით არასრულწლოვნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოსხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

დღეს, 12 ნოემბერს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ალგეთში ორი წლის ბავშვს, საკუთარ სახლში, სამშენებლო მასალა დაეცა და გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით
დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევეში დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345