ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის ქსელის მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვა გაფორმდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ ყიზილაჯლოში საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობის მომსახურება გამარტივებული წესით, შპს „მამედ“-ისგან, შეისყიდა.

მარნეულის მერია შპს „მამედ“-ს ბაღის შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობაში 2 903 ლარს და 78 თეთრს გადაუხდის.

„წერილით მოგვმართა ა(ა)იპ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგაბაღების გაერთიანების ,,სკოლამდელი აღზრდის ცენტი“-ს დირექტორმა, რომლითაც გვაცნობებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოფელ ყიზილაჯლოში
განახორციელა საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამ ეტაპისთვის საჭიროა შენობაში მოეწყოს ბუნებრივი აირის შიდა ქსელი.

ვინაიდან, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის (გაზის) მიმწოდებლად ერთგვაროვანი ექსკლუზიური უფლება-მოსილება მინიჭებული აქვს შ.პ.ს ,,მამედს“, მიზანშეწონილად მიმაჩნია სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე საბავშვო
ბაღის შენობის
ბუნებრეივი აირის (გაზის) შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები განახორციელოს შ.პ.ს ,,მამედმა“, წარმოდგენილი ხარჯთაღიცხვის გათვალისწინებით“.
- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

აღსანიშნავია, რომ სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღი უკვე 4 წელია დაკეტილია. სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს შეწყდა. მას შემდეგ ბაღი მუდმივი რეაბილიტაციის პროცესშია. ჩაშლილი ტენდერები, დროში გაწელილი სამუშაოები - ამ ვითარებაში უწევთ ლოდნი ბაღის
აღმზრდელებსა და აღსაზრდელებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345