ბოლნისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
ბოლნისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

როგორც რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში
9 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა 24 ნოემბერს დელერში, ქორწილში მოხდა .

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, დელერისა და დარვაზის სოფლის ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები