მარნეული-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მინივენებმა მგზავრობა 1
ლარით გააძვირეს.
მარნელიდან თბილისამდე ჩასვლა ახლა 4 ლარადაა შესაძლებელი. როგორც
რადიო „მარნეულს“ სატრანსპორტო კომპანია „ექსპრესის“ წარმომადგენემა
განუცხადა, მგზავრობის გაზრდა სატრანსპორტო საშუალებების მოვლის
ხარჯების ზრდამ განაპირობა.
„საწვავმა, საბურავებმა, ყველაფერმა განაპირობა გაძვირება.
რასაც ყიდულობდნენ 80 ლარად საბურავებს, ახლა 150- 160 ლარი ჯდება.
ზეთს და ფილტრს ყოველ თვეში ცვლიან იმიტომ რომ 360 კილომეტრს გადიან
დღიურად. თუ ღირდა 25 ლარი, ახლა 35 ლარი ღირს. „
მარნეულის მინივენების წარმომადგენლის თქმით, არ შეცვლილა გრაფიკის
ინტერვალი. სამარშრუტო ტაქსები 15 წუთის შუალედში დადიან. მარნეულიდან
თბილისის მიმართულებით ბოლო მინივენი 18:30 საათზე გადის.