მარნეულის გენდერული საბჭოს კონკურსში შემოსული 4 პროექტიდან ოთხივე დაფინანსდა
მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი ოთხმა აპლიკანტმა შეიტანა. კონკურსი, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისაკენ არის მიმართული, 50 000 ლარით დაფინანსდა. ორმა ინიციატივამ 15000 ლარიანი დაფინანსება ორმა კი 10 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. როგორც რადიო “მარნეულს” გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ია ესებუამ უთხრა, იმედი ჰქონდა, რომ კონკურსში მეტი ადამიანი ჩაერთვებო
და, თუმცა მათთან მხოლოდ ოთხი იდეა შევიდა და ყველა მათგანი დადებითად იქნა შეფასებული.

“ერთი განაცხადი შემოვიდა ონლაინ მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით, სოფლად მცხოვრებმა ქალმა შემოიტანა ეს ინიციატივა. ერთ-ერთ ქალს უნდა დასუფთავების სერვისი შექმნას მარნეულში. მსგავსი სერვისი არ არსებობს მუნიციპალიტეტში. ეს გულისხმობს მაგალითად რემონტის შემდგომ დალაგებას კერძოდ გამოძახება რომ იქნება შესაძლებელი. ერთი იყო არსებული კვების ობიექტისთვის ალაფურშეტის სერვისის დანერგვაზე. მეოთხე ინიციატივა შეეხებოდა დაბადების დღის ცენტრში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებულ ინიციატივას. ოთხივე კარგი იდეაა, ფიზიკურად სხვა ინიციატივა არც შემოსულა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტად დაინტერესდებიან. ვფიქრობდი უფრო მეტი განაცხადი შემოვიდოდა.”

ია ესებუას თქმით, გეგმავენ მომავალი წლიდან აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოფლებში, შეხვდნენ ადამიანებს და საჭიროების შემთხვევაში პროექტების დაწერაში დაეხმარონ.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ეს პროექტი გაგრძელდება და ვფიქრობთ, თემებში გავიდეთ, სოფელ-სოფელ მივიტანოთ ინფორმაცია. უფრო მეტი ქალი გავააქტიუროთ და მაქსიმალურად დავეხმარებით პროექტის დაწერაში. განაცხადის შევსებაში. ახლა, როგორც კი დადგება 2025 წელი, ჩვენ გენდერული საბჭო გავალთ თემებში, მაქსიმალურად ვეცდებით მათ დახმარებას. რა თქმა უნდა ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს და არსებობს, იმედი მაქვს რომ იმ პრობლემებს რაც არის ჩვენს რეგიონში გარკვეულწილად აღმოვფხვრით და წვლილს შევიტანთ.“

მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭომ კონკურსი დაფინანსების მოპოვების შესახებ 6 ნოემბერს გამოაცხადა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები