მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოს სკოლის ფანჯრები
და კარები ჩაამტვრიეს.
სოფელ კირაჩ-მუგანლოს სკოლას დღეს ღამით თავს დაესხნენ. ინფორმაცია
რადიო „მარნეულს“ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა
ალი კახრამანოვმა დაუდასტურა. მისივე თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს
უკვე მიმართეს.
„დიახ, ასეთი რამ მოხდა. ჩამსხვრეულია სკოლაში ორი მინა.
უფრო სწორად, გატეხილია. მომხდართან დაკავშირებით პოლიციას უკვე
დავუკავშირდით. ამ საქმეზე პოლიცია მუშაობს. პოლიცია იძიებს, ალბათ
იპოვის“. - განაცხადა ალი კახრამანოვმა
კახრამანოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვის შეიძლება
ჩაემსხვრია სკოლის ფანჯრები.
ფოტო: 24News.ge