მარნეულის N4 ბაღში გათბობის სისტემა გაფუჭდა

მარნეულის მე-4 საბავშვო ბაღში რამდენიმე დღეა გათბობის სისტემის ერთ-ერთი მოწყობილობა გაფუჭდა.

ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ზაურ ქარამოვის თქმით, სისტემის გაფუჭებამ ორ ჯგუფში გამოიწვია გათბობის არქონა. სასწავლო პროცესი კი დაწესებულებაში ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

 

„მარნეულის მე-4 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. ორი გამათბობლიდან მხოლოდ ერთია გაფუჭებული. მისი პლატა სარემონტოდ თბილისში გაიგზავნა. არ მუშაობს გათბობის სისტემა ორ ჯგუფში. მანამდე
აღნიშნულ ორ ჯგუფში არსებული ათამდე ბავშვი 6 ჯგუფშია მოთავსებული და იქ ატარებენ გაკვეთილებს. მშობლებს უთხრეს, რომ მათი შვილები სხვა ჯგუფში გადაენაწილებიათ გათბობის სისტემის მოწესრიგებამდე”

ქარამოვის თქმით, გათბობას მალე შეაკეთებენ.

 

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google