ქვემო ქართლის საჯარო სკოლებში ვაკანსიებია.
თავისუფალი ადგილები მასწავლებელთა ვაკანსიების
ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ვაკანსიები აქვთ ქვემო ქართლის
მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის, გარდაბანის, დმანისისა და წალკის
სკოლებს.
გთავაზობთ თავისუფალი ადგილების ჩამონათვალს და ვაკანშიაში მითითებულ
საათობრივ ბადეს სავარაუდო ანაზღაურებით:
მარნეული, 2 ვაკანსია:
- მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლა - ქართული,
როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის.
სამუშაო საათები, 8 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი- 700-800
ლარი/თვეში
- სსიპ - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის №1 საჯარო
სკოლა. სამუშაო საათები,16 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 550
ლარი/თვეში
გარდაბანი 1 ვაკანსია:
- სსიპ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის №2 საჯარო
სკოლა - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის
ასისტენტი. სამუშაო საათები 36 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი
400-450 ლარი/თვეში.
დმანისი 4 ვაკანსია :
- სსიპ - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დმანისის მუნიციპალიტეტის
სოფელ გომარეთის საჯარო სკოლა - მათემატიკის მასწავლებელი. სამუშაო
საათები 9 სთ/კვირაში, სავარაუდო ხელფასი 864-0 ლარი/თვეში
- სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა -
მუსიკის მასწავლებელი. სამუშაო საათები, 4 სთ/კვირაში
- ქალაქ დმანისის №3 საჯარო სკოლა - სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე პირის ასისტენტი. სამუშაო საათები, 22 სთ/კვირაში,
სავარაუდო ხელფასი 440- ლარი/თვეში
- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლა - სკოლის
ექიმი. სამუშაო საათები, 40 სთ/კვირაში. სავარაუდო ხელფასი 720
ლარი/თვეში.
წალკა 2 ვაკანსია:
- წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა - სკოლის
ექიმი. სამუშაო საათები, 40 სთ/კვირაში სავარაუდო ხელფასი 720
ლარი/თვეში
- წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლა -
საქმისმწარმოებელი. სამუშაო საათები 40 სთ/კვირაში. სავარაუდო ხელფასი
300-380 ლარი/თვეში
ყველა ვაკანსია არის მიმდინარე. ზოგ შემთხვევაში განაცხადის მიღება
უახლოეს დღეებში სრულდება.