მარნეულში მომუშავე რამდენიმე პედაგოგი მთავრობის ანტიდასავლურ
გადაწყვეტილებას
აპროტესტებს და სოციალურ ქსელში ერთი და იმავე შინაარსის ტექსტებს
აზიარებს.
მასწავლებლები აცხადებენ, რომ ერთგული რჩებიან საქართველოს ევროპული
და ევროატლანტიკური კურსისადმი.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში მოცემული სქრინები იმ მარნეულელ
მასწავლებელთა სრულ სიას არ ასახავს, ვინც მთავრობის გადაწყვეტილებას
ემიჯნება.
რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით აქციები იმართება პრემიერ
მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, როდესაც მან
თქვა, რომ
საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების
მოლაპარაკებების დაწყებას. აქცისს მონაწილეები პრემიერ მინისტრის
განცხადებას ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის ცვლილებად აფასებენ.
ამავე თემაზე:
თემურ სუყაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პროტესტს
უერთდება