ხვალ, 4 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, N22 საოლქო საარჩევნო
კომისიის შენობასთან, მშვიდობიანი აქცია დაიგეგმა.
„ვუპასუხოთ ქვეყნის გამოწვევებს ერთად!
შემოუერთდით მშვიდობიან საპროტესტო აქციას,
დავდგეთ თავისუფლებისა და სამართლიანობის გვერდით!
ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია – ვაჩვენოთ, რომ ერთად შეგვიძლია
ცვლილება!
თანამოაზრეებო, გელოდებით“ - აღნიშნულია საპროტესტო
აქციის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში
უკვე 6 დღეა რაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება
საქართველოს
მთავრობის მიერ ევროატლანტიკური კურსის ცვლილების გამო.
მასშტაბური აქციების ძირითადი ცენტრი თბილისში, რუსთაველზეა. თუმცა
აქციები ასევე იმართება რეგიონებში.
აქციები იმართება:
დმანისში;
რუსთავში;
ბოლნისში;
ბათუმში;
ქობულეთში;
ჩხოროწყუში;
ხაშურში;
ზუგდიდში;
ახალციხეში;
გორში;
ქუთაისში;
თელავში და ა.შ.
პროტესტს შეუერთდნენ უნივერსიტეტებისა და სკოლის მოსწავლეებიც,
მასწავლებლები, ლექტორები. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ
საჯარო მოხელეების ნაწილიც და განცხადებები გაავრცელეს. შინაგან
საქმეთა სამინისტრო დატოვა რამდენიმე თანამშრომელმა. ასევე, გადადგნენ
ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში.
რუსთაველზე, პარლამენტის წინ, გამართული აქციები ძალოვანი სტრუქტურის
წარმომადგენლებმა სასტიკად დაარბიეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ
როგორ ურტყავენ ძალოვნების ჯგუფი აქციის მონაწილეებს. პროტესტის
მონაწილეებს ძირითადად სახის არეში ურტყავენ, ისინი აცხადებენ, რომ
დაკავებისას მათზე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობენ. ამ დროისათვის
ასობით მოქალაქეა დაპატიმრებული და დაშავებული ძალოვანი უწყებების
მხირდან. აღსანიშნავია, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები
გამიზნულად ესხმიან თავს ჟურნალისტებსაც. აქციების გაშუქებისას ათობით
ჟურნალისტი დაშავდა.