როგორ საქართველოში გსურს ცხოვრება - სკოლის მოსწავლეების პასუხი
თანასწორი საზოგადოება, თავისუფალი არჩევნები, სამართლიანი ქვეყანა, ეკონომიკურად ძლიერი, უსაფრთხო და მშვიდოებიანი - ასეთ ქვეყანაში სურთ ცხოვრება მარნეულის N2 საჯარო სკოლის მერვე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც თავიანთი სურვილები სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პრეზენტაციის სახით წარადგინეს. მოსწავლეების ნამუშევრებს პედაგოგი თემურ სუყაშვილი ავრცელებს.

“ორი დღეა ვფიქრობდი როგორ დამეწყო გაკვეთილები ორშაბათს... საერთოდ რა მეთქვა ბავშვებისთვის. მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დავუსვი
კიათხვა - "როგორ საქართველოში გსურთ რომ იცხოვროთ". მთელი გაკვეთილი მუშაობდნენ და ბოლოს პრეზენტაციის სახით წარადგენდნენ. მხოლოდ ბოლოს თუ ვიტყოდი ორ-სამ სიტყვას. მანამდე სრული დუმილი. ჰკითხეთ აღსაზრდელებს როგორ გარემოში უნდათ ცხოვრება, რა პირობებში და დაინახავთ მათ რეალურ საჭიროებებს, სურვილებს... ამაზე კარგს ვერაფერს გავაკეთებთ ახლა... ბავშვები ხომ ყველაზე კარგად გრძნობენ ყველაფერს, მათ შორის იმას, რომ ქვეყანაში რაღაც ვერ არის რიგზე. ისინი ჩვენი სარკეები არიან
” - წერს თემურ სუყაშილი.

გთავაზობთ მოსწავლეების მიერ შესრულებულ ნამუშევრებიდან სურვილებს, რასაც ფოტოებზე ვკითხულობთ:
  • "ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ თავისუფლად"
  • "ჩვენ გვინდა ევროპული ქვეყანა იყოს. თუ რუსული კანონი იქნება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ჩვენ გვინდა განვითარებული საქართველო"
  • "ჩვენი აზრით, საქართველო ახლა მიდის ჩარჩენისკენ როგორც (ირანი, ბელორუსი). საქართველო უნდა განვითარდეს როგორც (იტალია, ამერიკა) და სხვა"
  • "ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ საქართთველოში, სადაც სამართლიანობა, თანასწორობა, მაღალი ხელფასი, სისუფთავე, კარგი ეკონომიკა, კარგი ტრანსპორტი, სამართლიანი სასამართლო იქნება"
  • "სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა"
  • "ძლიერი თავდაცვის სისტემა"
  • "ინკლუზიური განათლება"





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები