საპროტესტო აქციებს მარნეულიც შეუერთდა
საპროტესტო აქციებს მარნეულიც შეუერთდა.
დღეს, 4 ნოემბერს, მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან და მერიის მიმდებარედ, ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების უფლება დამცველები, სამოქალაქო ორგანიზციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.


აქციიის მონაწილეები, აცხადებდნენ, რომ ქვეყნის ევროპინტეგრაციის გზიდან გადახვევა მათთვის მიუღებელია.

უკვე 7 დღეა რაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს მთავრობის მიერ
ევროატლანტიკური კურსის ცვლილების გამო. მასშტაბური აქციების ძირითადი ცენტრი თბილისში, რუსთაველზეა. თუმცა აქციები ასევე იმართება რეგიონებში.
  • დმანისში;
  • რუსთავში;
  • ბოლნისში;
  • ბათუმში;
  • ქობულეთში;
  • ჩხოროწყუში;
  • ხაშურში;
  • ზუგდიდში;
  • ახალციხეში;
  • გორში;
  • ქუთაისში;
  • თელავში და ა.შ.
პროტესტს შეუერთდნენ უნივერსიტეტებისა და სკოლის მოსწავლეებიც, მასწავლებლები, ლექტორები. ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნენ საჯარო მოხელეების ნაწილიც და განცხადებები გაავრცელეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა რამდენიმე თანამშრომელმა. ასევე, გადადგნენ ელჩები სხვადასხვა ქვეყნებში.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12