მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საბავშვო
ბაღებისათვის 533 367 ლარის პროდუქტები შეიძინა.
ორგანიზაციამ საკვების შესყიდვისათვის 9 ტენდერი გამოაცხადა და 808
906 ლარი გაითვალისწინა. ტენდერში მონაწილე გამარჯვებულმა
პრეტენდენტებმა კი პროდუქტების მიწოდება მარნეულის ბაღებს 275 539
ლარით ნაკლებად შესთავაზეს.
170 338 ლარი ჰქონდა გაერთიანებას გამოყოფილი ხორცის შესაძენად.
ხორცპროდუქტების მიწოდება გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ბი.ჯი.ემ. 1"
- მა ბაღებს 159`551 ლარად შესთავაზა.
- საქონლის ხორცი (რბილი) 3220 კგ.
- საქონლის ხორცი ( ძვლიანი) 644 კგ.
- ქათმის ფილე 5796 კგ.
110 820 ლარად გეგმავდა მარნეულის ბაგა ბაღები ბოსტნეულის შესყიდვას,
თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა თინათინ გორგოძემ მათი მიწოდება 70 767
ლარად შესთავაზა:
- წიწიბურა 2495 კგ
- ბრინჯი 1690 კგ
- კარტოფილი 14812 კგ
- ჭარხალი 483 კგ
- ნიორი 116 კგ.
- სტაფილო 2737 კგ
- ხახვი 1143 კგ
- ლობიო 805 კგ.
- ბარდა 483 კგ.
- კომბოსტო 5635 კგ.
- ვაშლი 11 592 კგ.
- ბანანი 3220 კგ.
24 189 ლარად სახანძრო ტექნიკისგან შეიძინა ბაღების გაერთიანებამ 2576
კილოგრამი გაყინული თევზი.
95`300 ლარი გადაუხადეს შპს ნუსა პლიუსს შემდეგი სახის
პროდუქტებში:
- შესქელებული რძე 5222 ქილა
- არაჟანი 966 კგ
- კარაქი 1577 კგ.
- ხაჭო 161 კგ.
- ყველი 644 კგ.
- მაწონი 4749 კგ
95 897 ლარს გადაუხდის ბაღების გაერთიანება შპს ნუსა პლიუსს სხვა
პროდუქტების მიწოდებაშიც:
- პური ხორბლის 15134 კგ.
- ორცხობილა (პეჩენია) 2978 კგ.
- შაქარი 2334 კგ.
- კაკაო 48 კგ
- მაკარონი 1851 კგ.
- ვერმიშელი 1207 კგ.
- ხილის ჩაი 274 კგ.
- მარილი 676 კგ.
- საფუარი (დროჟი) 8 კგ.
- საკვები სოდა 2 კგ
46`851 ლარად შეიძინა თინათინ გორგოძესგან:
- ხილის წვენი 17 710 ლიტრი
- ტომატ-პასტა 338 კგ.
თინათინ გორგოძე მიაწვდის 7`203 ლარად ბურღულეულსაც:
- ხორბლის ფქვილი 1127 კგ
- სიმინდის ფქვილი 644 კგ.
- შვრიის ფანტელი 402 კგ.
- მანანის ბურღული 708 კგ
10`434 ლარად შეიძინეს სახანძრო ტექნიკისგან 2 318 ლიტრი რაფინირებული
ზეთი.
23 175 ლარად მიაწვდის გიორგი გიორგაძე მარნეულის ბაღებს შემდეგი
სახის პროდუქტებს:
- 316 კგ ქინძი
- 316 კგ კამა
- 316 კგ ოხრახუში
- 44 543 ცალი – კვერცხი ქათმის
ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მარნეულის ბაღებს საკვებიო
პროდუქტებით 2025 წლის ივნისის თვის ჩათვლით მიაწვდიან.
საახალწლო არდადეგების შემდეგ მარნეულის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი
15 იანვარს განახლდება.